ოთხი ქართველი და ცხადაძე მწვრთნელად - ყაზახებმა ამიერკავკასიის სიმბოლური გუნდი შეადგინეს
ოთხი ქართველი და ცხადაძე მწვრთნელად - ყაზახებმა ამიერკავკასიის სიმბოლური გუნდი შეადგინეს

ყაზახეთის ჩემპიონატში მოთამაშე ამიერკავკასიელებისგან გამოცემა „პროსპორტსმა“ ამიერკავკასიის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, სადაც ოთხი ქართველი ფეხბურთელი მოხვდა, გუნდის მწვრთნელი კი კახა ცხადაძეა.

ზვიად ჯელაძე (საქართველო)

კლუბი ყაზახეთში – „ვოსტოკი”

ნიკა კვეკვესკირი

კლუბები ყაზახეთში – „ტობოლი”

ჯაბა კანკავა

კლუბები ყაზახეთში – „ტობოლი”

ვასილი სეფაშვილი

კლუბები ყაზახეთში – „აქტობე”, „ჟენისი”

გუნდის მთავარი მწვრთნელი – კახა ცხადაძე

კლუბები ყაზახეთში – „კაირატი”, „ორდაბასი”

„ამიერკავკასიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის არჩევისას არავითარი კითხვა არ ყოფილა. ცხადაძე კონკურენციის მიღმაა. მას ძალიან მოეწონა ყაზახეთი, თუნდაც „კაირატიდან“ წასვლის შემდეგ, რომელთან ერთადაც მან სუპერთასი აიღო. ქართველმა სპეციალისტმა გადაწყვიტა, რომ არ დაეტოვებინა ჩვენი ქვეყანა და ხელი მოაწერა ხელშეკრულებას „ორდაბასისთან“. შიმკენტში ცხადაძე უკვე მესამე სეზონია, რაც მუშაობს და ყოველ ახალ წელს სამხრეთელების შედეგები უმჯობესდება – 2019 წელს გუნდმა უკვე მიაღწია ბრინჯაოს მედლებს. როგორც ჩანს, ამ თანამშრომლობით ყველა მხარე კმაყოფილია“ – წერდა გამოცემა „პროსპორტსი“.