რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე, ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა, 81 კგ. – ვლადიმერ ახალკაცმა, 90 კგ. – ლაშა ბექაურმა, 100 კგ. – ონისე სანებლიძემ და +100 კგ. – გურამ თუშიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვეს, ხოლო 90 კგ. წონით კატეგორიაში კი იმედა გოგოლაძე მესამე ადგილის მფლობელია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა (52 კგ.) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
რუმინეთში დასრულებულ ტურნირზე საქართველოს ნაკრების ყულაბაში სულ ოთხი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია.