ოთხი ახალი საბავშვო ბაღის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა
ოთხი ახალი საბავშვო ბაღის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წელს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 50-ზე მეტი ბაღის მშენებლობას იწყებს. ფონდმა ოთხი საბავშვო ბაღის პროექტირებაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.

ამ ეტაპზე, ტენდერი გამოცხადებულია 180 მოსწავლეზე გათვლილი საბავშვო ბაღების პროექტირებაზე: თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, გორში მოსკოვის ქუჩის მიმდებარედ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში და ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე.

ბაღების მშენებლობა საქართველოს მთვარობისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.