ოთხ სამთო კურორტზე ინფორმაციას დღეიდან ახალი მობილური აპლიკაციის მომხმარებლები გაეცნობიან
ოთხ სამთო კურორტზე ინფორმაციას დღეიდან ახალი მობილური აპლიკაციის მომხმარებლები გაეცნობიან

ოთხ სამთო კურორტზე ინფორმაციას დღეიდან ახალი მობილური აპლიკაციის მომხმარებლები გაეცნობიან.

აპლიკაციაში მომხმარებლებს შეეძლებათ, ინფორმაცია გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძიში და მესტიაში ზამთრის აქტივობების, აბონემენტის ფასებისა და კურორტზე არსებული სხვა სერვისების შესახებ მიიღონ.

აპლიკაციაში ასევე არის რუკები, რომლებიც საბაგირო და სასრიალო გზებზე დამატებითი ინფორმაციას იძლევა.

აპლიკაციის მეშვეობით ასევე შესაძლებელია, სამაშველო სამსახურის გამოძახება ღილაკზე თითის მარტივი დაჭერით.

მობილური აპლიკაცია ავსტრიულმა კომპანია “Intermaps”-მა “მთის კურორტების განვითარების კომპანიის” დაკვეთით შექმნა.