ოთარ თოიძე - გამოიკვეთა ნეიროპათია, რაც გამოიხატება იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილს უჭირს გადაადგილება, ვერ გრძნობს იატაკს, მთელი რიგი მგრძნობელობითი მოშლილობები აქვს
ოთარ თოიძე - გამოიკვეთა ნეიროპათია, რაც გამოიხატება იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილს უჭირს გადაადგილება, ვერ გრძნობს იატაკს, მთელი რიგი მგრძნობელობითი მოშლილობები აქვს

ვერნიკეს ენცეფალოპათია მიხეილ სააკაშვილის კლინიკურ სურათში წამყვანია, სულ ვფიქრობთ, არ მოხდეს მისი გადასვლა კორსაკოვის სინდრომში, რომელიც საკმაოდ სერიოზული დაავადებაა, – ამის შესახებ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ ცენტრ „ემპათიის“ კონსილიუმის ნევროლოგმა, ოთარ თოიძემ განაცხადა, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტი მის მკურნალ ექიმთან, ნიკოლოზ ყიფშიძესთან ერთად მოინახულა.

„არაერთხელ მითქვამს, საჭიროებს სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებას გარკვეული გამოცდილებით. ასეთი არ მოიპოვება საქართველოში და ამიტომ გადაწყდა, რომ მოწვეულ იქნან სპეციალისტები უცხოეთიდან. ვერნიკეს ენცეფალოპათია კლინიკურ სურათში წამყვანია. სულ ვფიქრობთ, რომ არ მოხდეს მისი გადასვლა კორსაკოვის სინდრომში, რომელიც საკმაოდ სერიოზული დაავადებაა. გამოიკვეთა ნეიროპათია ანუ პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანების ნიშნები, რაც გამოიხატება იმაში, რომ მას უჭირს გადაადგილება, ის ვერ გრძნობს იატაკს. მთელი რიგი მგრძნობელობითი მოშლილობები აქვს და იმ სეგმენტებში, სადაც ეს მოშლილობები აღენიშნება, აქვს გამონაყარი. ვფიქრობთ, რომ ეს არის ნეიროდერმიტი. ხელის მტევნის ზურგზე, ფეხის ზურგზე მას აქვს ბუშტუკოვანი გამონაყარი. მისი მდგომარეობა ნერვული თვალსაზრისით შეიძლება, შეფასდეს ისევ მერყევად“, – განაცხადა ოთარ თოიძემ.