ოთარ შამუგია - რთველი ყოველ წელს გამოწვევაა და გვიწევს ჩარევა, სუბსიდირების პროცესიდან გამოსვლა გვინდა, თუმცა დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ალბათ ამის გაკეთება გაგვიჭირდება
ოთარ შამუგია - რთველი ყოველ წელს გამოწვევაა და გვიწევს ჩარევა, სუბსიდირების პროცესიდან გამოსვლა გვინდა, თუმცა დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ალბათ ამის გაკეთება გაგვიჭირდება

რთველი ყოველ წელს გამოწვევაა და გვიწევს ჩარევა, სუბსიდირების პროცესიდან გამოსვლა გვინდა და ეს სწორი იქნება, თუმცა, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ალბათ ამის გაკეთება გაგვიჭირდება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

„კომუნიკაციაში ვართ მეწარმეებთან, ღვინის სექტორთან. რთველი ყოველ წელს გამოწვევაა და გვიწევს ჩარევა. სუბსიდირების პროცესიდან გამოსვლა გვინდა და ეს სწორი იქნება, თუმცა, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ალბათ ამის გაკეთება გაგვიჭირდება. რა თქმა უნდა ფერმერებს და მეწარმეებს ამ პროცესში მარტო არ დავტოვებთ. რა ვითარებაც იქნება რთველის პერიოდში, იქიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებებს – რა ტიპის ჩარევა მოხდეს და როგორ დავეხმაროთ სექტორს“,- განაცხადა შამუგიამ.