ოთარ შამუგია – გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისი პროფესიებით ახალგაზრდების დაინტერესებისთვის აქტიურად ვმუშაობთ

18:55, 06.02.2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის, ოთარ შამუგიას განაცხადებით, გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

შამუგიას თქმით, შესაბამისი პროფესიებით ახალგაზრდების დაინტერესებისთვის აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს სამინისტროსთვის და აქტიურად ვმუშაობთ შესაბამისი პროფესიებით ახალგაზრდების დაინტერესებისთვის. ვახორციელებთ „მწვანე და აგროსტიპენდიების“ პროგრამას, რომელიც დავნერგეთ დეფიციტური გარემოსდაცვითი და აგრარული პროფესიების ხელშეწყობის მიზნით და უკვე, ჯამში, 100-მდე წარჩინებული სტუდენტი გვყავს, რომლებსაც 1 500-ლარამდე სტიპენდიები გადაეცათ. წარჩინებულ სტუდენტებს ვიწვევთ სტაჟირებაზე სამინისტროს სისტემაში, რათა გაიღრმაონ ცოდნა და მივცეთ დასაქმების შესაძლებლობა“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მსგავსი