ოთარ მამაგეიშვილმა ავსტრიის თასზე შეუცვლელად ითამაშა – „ვოლფსბერგერი“ შემდეგ ეტაპზე გავიდა #1TVSPORT

22:28, 06.09.2026

ოთარ მამაგეიშვილისვოლფსბერგერი“ ავსტრიის თასის 1/16-ფინალში „პარნდორფს“ ესტუმრა და მეტოქე პენალტების სერიაში დაამარცხა (2:2, პენალტები – 5:4).

ტურნირის 1/16-ფინალურ დაპირისპირებაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

გუშინ ოთარის ტყუპისცალმა, გიზი მამაგეიშვილმა და ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმში“ თითო გოლი გაიტანეს და „ვოიცბერგთან“ მოგებაში (4:1) დიდი როლი ითამაშეს.

მსგავსი