ოთარ კვერნაძემ ლიეტუვაში გადასვლა გოლით აღნიშნა
ოთარ კვერნაძემ ლიეტუვაში გადასვლა გოლით აღნიშნა

თავდამსხმელი ოთარ კვერნაძე ლიეტუვაში გადავიდა და პირველი ლიგის “ვილნიუს ვიტისში” ჩაირიცხა.

24 წლის ფეხბურთელმა ბოლო ტურში თავი გოლით გამოიჩინა. “ვილნიუს ვიტისი” გათამაშების ლიდერ “პანევეჟისთან” გასვლაზე 1:4 დამარცხდა, ეს ერთადერთი გოლი კი 81-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა კვერნაძემ გაიტანა.

ოთარ კვერნაძე ქუთაისელია, პროფესიული კარიერა კი 2012 წელს “ზესტაფონში” დაიწყო. ექვსი წლის განმავლობაში გამოდიოდა ქუთაისის “ტორპედოში”, თბილისის “დინამოში”, საჩხერეს “ჩიხურაში“, ბოლოს კი ფოთის “კოლხეთში” ირიცხებოდა, თუმცა ბოლო ნახევარი წელი უგუნდოდ იყო.