ოთარ კორღალიძე - ლანჩხუთის „გურიის“ მიზანი ეროვნულ ლიგაში დაბრუნება იქნება #1TVSPORT
ლანჩხუთის „გურიას“ ვეტერანი ფეხბურთელის, ოთარ კორღალიძის თქმით, მერაბ და კახი ჟორდანიების კლუბში მისვლის მიზანია, გუნდმა ქართულ ფეხბურთში თავისი პოზიცია დაიბრუნოს – ამის შესახებ კორღალიძემ საქართველოს პირველ არხთან ისაუბრა.
„წინასწარი მონახაზით, ლანჩხუთის „გურიის“ ყოფილი მოთამაშეებისგან დირექტორატი ჩამოყალიბდება, რომელსაც მერაბ ჟორდანია უხელმძღვანელებს, ხოლო პრეზიდენტი მისი ვაჟი -კახი იქნება.
კლუბი ჟორდანიების ოჯახს ოფიციალურად გადაეცა. სამწუხაროა, რომ ეს წლების წინ არ მოხდა, როდესაც ამაზე დაიწყო საუბარი. ამასობაში გუნდი დასუსტდა, გრიგოლეთის ბაზა, რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თანამედროვე მოთხოვნებს ვეღარ პასუხობს.
დაიწყება გუნდი სტრუქტურის ჩამოყალიბება და ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ვეცდებით ახალგაზრდა ტალანტების შემოკრებას. ჩვენი მიზანი ეროვნულ ლიგაში გადასვლა და ქართულ ფეხბურთში კუთვნილი ადგილის დაბრუნება იქნება“, – განაცხადა პირველ არხთან ოთარ კორღალიძემ.