ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიაში დუბლი შეასრულა - „შტურმმა“ „რიდი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
გრაცის „შტურმი“, სადაც ოთარ კიტეიშვილი თამაშობს, „რიდს“ დაუპირისპირდა და ქართველი ნახევარმცველის კარგი თამაშით 3:1 დაამარცხა.
ავსტრიის ბუნდესლიგის მეორე ტურის შეხვედრაში, რომელიც გრაცის გუნდმა სტუმრად ჩაატარა, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე საუკეთესო შეფასება (8,5 ქულა) მიიღო.
ანგარიში „რიდმა“ გახსნა – მე-13 წუთზე გოლი კიდლიმ გაიტანა, მაგრამ ავსტრიის მოქმედმა ჩემპიონმა ძალა სწრაფად აჩვენა და ტაიმის ბოლომდე დაწინაურდა. კიტეიშვილმა დუბლი შეასრულა (16, 44), ერთი ბურთი ჯონსტონმა (31) გაიტანა.
ავსტრიის ბუნდესლიგის საწყის სამ ტურში ქართველმა ფეხბურთელის ანგარიშზე 4 გოლია და ბომბარდირთა დავაში „ტიროლის“ ნახევარმცველ ვალენტინო მიულერთან ერთად პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებს.