ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ შოტლანდიაში „სელტიკთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ევროპის ლიგაზე ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ ახლოს იყო შოტლანდიურ „სელტიკთან“ გამარჯვებასთან, 61-ე წუთამდე იგებდა კიდეც, თუმცა 61-ე და 64 წუთებზე ორი გოლი გაუშვა და 1:2 დამარცხდა.
კიტეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს.
კონფერენს ლიგაზე გურამ კაშიას „სლოვანი“ 0:1 დამარცხდა შოთა არველაძის ყოფილ კლუბთან, „ალკმაართან“.
გურამმა შეუცვლელად ითამაშა.
ამავე შეჯიბრებაში სომხეთის „ნოას“ უმასპინძლა ანზორ მექვაბიშვილის „უნივერსიტატეამ“. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. ანზორმა მატჩში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო – 7.8. იგი 61-ე წუთზე შეცვალეს.
ასევე კონფერენს ლიგაზე ითამაშა, თუმცა დამარცხდა ირაკლი აზაროვის „შახტარი“. უკრაინელებმა შინ პოლონურ ლეგიასთან 0:1 დათმეს. ირაკლიმ 90 წუთი ითამაშა.