ოთარ კიტეიშვილის გოლით „შტურმმა“ „ფეიენოორდი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილის გოლით „შტურმმა“ „ფეიენოორდი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ ნიდერლანდური „ფეიენოორდი“ მიიღო და ქართველი ნახევარმცველის შესანიშნავი გოლით 1:0 მოიგო.

მერკურ არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ოთარ კიტეიშვილი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 56-ე წუთზე გამოჩნდა. მეოთხე ტურამდე ამ ჯგუფში უნიკალური ვითარება იყო – ყველა გუნდს 5-5 ქულა ჰქონდა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. გადამწყვეტი გოლი 90+3-ე წუთზე გავიდა. ოთარ კიტეიშვილმა ბურთი საჯარიმოში მიიღო, მეკარისგან დაუცველ კუთხეში ბრწყინვალედ დაარტყა და „შტურმს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

ევროპალიგის ჯგუფში გამართული 5 ტურის შემდეგ „შტურმი“ 8 ქულით „ლაციოსთან“ ერთად გალიდერდა და პლეი ოფში მოხვედრის შესანიშნავი შანსი გააჩნია. ბოლო ტურში ქართველის გუნდი 3 ნოემბერს დანიაში „მიდტიულანდს“ (5) ესტუმრება, ხოლო „ფეიენოორდი“ (5) ჯგუფის ლიდერს, „ლაციოს“ (8 ქულა) უმასპინძლებს.