ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ყველაზე სასარგებლო მოთამაშეა #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ აღიარების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია, – ინფორმციას kicker-ის ავსტრიული ბიურო აქვეყნებს.
გრაცის „შტურმის“ ქართველი ლიდერი, რომელიც 2025 და 2026 წლებში ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, მიმდინარე სეზონში 12 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია. ამავე დროს, გერმანული სისტემით (გოლი+პასი) ყველაზე სასარგებლო მოთამაშეთა დავაშიც ლიდერობს – მის ანგარიშზე 17 ქულაა (12 გოლი + 5 საგოლე გადაცემა).
ქართველ ნახევარმცველს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩებიან ვენის „აუსტრიის“ თავდამსხმელი იოჰანეს ეგეშტაინი (9 გოლი + 7 საგოლე გადაცემა) და „ვოლფსბერგერის“ შემტევი დეიან ზუკიჩი (6 გოლი + 10 საგოლე გადაცემა).