ოთარ კახიძე - თუ „ქართული ოცნება“ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს მხარს, ესეც პრაქტიკულად მმართველი პარტიის კანდიდატი იქნება
ოთარ კახიძე - თუ „ქართული ოცნება“ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს მხარს, ესეც პრაქტიკულად მმართველი პარტიის კანდიდატი იქნება

თუ „ქართული ოცნება“ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს მხარს, ესეც პრაქტიკულად მმართველი პარტიის კანდიდატი იქნება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაზე ძლიერი კანდიდატი „ევროპულ საქართველოს“ ჰყავს.

„თუ „ქართული ოცნება“ რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს მხარს, ესეც პრაქტიკულად მმართველი პარტიის კანდიდატი იქნება. ჩვენ ჯერ არ ვიცით ისინი რას იზამენ. რაც შეეხება ჩვენს გზას, „ევროპულ საქართველოს“ ყველაზე ძლიერი კანდიდატი ჰყავს. ეს არის დავით ბაქრაძე. ჩვენ ვაპირებთ, რომ ის პროგრამა, რომელსაც ვთავაზობთ ქართულ საზოგადოებას, სისრულეში მოვიყვანოთ.

ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ ეს მმართველობა დასრულდეს და პირველი სერიოზული ნაბიჯი ამ მხრივ უნდა იყოს სწორედ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება დავით ბაქრაძესთან ერთად. „ევროპული საქართველო“ ამ ქვეყანაში ხელისუფლებას შეცვლის”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.