ოთარ კახიძე - შეცდომაა იმის მტკიცება, რომ ივანიშვილმა სტრასბურგის სასამართლო მოისყიდა და ევროპელი მოსამართლეები რუსეთის აგენტები არიან 
ოთარ კახიძე - შეცდომაა იმის მტკიცება, რომ ივანიშვილმა სტრასბურგის სასამართლო მოისყიდა და ევროპელი მოსამართლეები რუსეთის აგენტები არიან 

შეცდომაა იმის მტკიცება, რომ ივანიშვილი უძლეველია, რომ აი, სტრასბურგის სასამართლო მოისყიდა, რომ ევროპელი მოსამართლეები რუსეთის აგენტები არიან და ასე შემდეგ. ეს ასე არ არის, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირებაში ყველაზე მეტად საჭიროა სწორი სტრატეგია და თანმიმდევრულობა.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ გვაჩვენა, რომ არასწორი იყო მოსამართლეებზე თავდასხმა არაკორექტული ფორმით და არხის გამოყენება ცალკეული მოსამართლეების პროვოცირებისთვის და მათ შესავიწროებლად; საქმისწარმოების პროცესში დაშვებული იყო გარკვეული შეცდომები, რომელიც გამოიყენა მოწინააღმდეგემ.

ივანიშვილთან დაპირისპირებაში ყველაზე მეტად გვჭირდება სწორი სტრატეგია, თანმიმდევრულობა, არაისტერიულობა, იმგვარად პოზიციონირება, რომ ნეიტრალური პირი ჩვენს სასიკეთოდ განეწყოს და არა პირიქით. ივანიშვილი უძლეველი არ არის. თუ ჭკვიანურად ვიმოქმედებთ, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა მისთვის პიროსის გამარჯვების ტოლფასი აღმოჩნდეს“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.