ოთარ კახიძე - შალვა შავგულიძე „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებს როგორც არჩევნებზე, ისე მორალურადაც
ოთარ კახიძე - შალვა შავგულიძე „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებს როგორც არჩევნებზე, ისე მორალურადაც

შალვა შავგულიძე „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებს როგორც არჩევნებზე, ისე მორალურადაც ნებისმიერ დისკუსიაში, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„თქვენმა ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა სხვადასხვა გზავნილი და მარგალიტები შემოგვთავაზა, მაგრამ განსაკუთრებით ჩემი ყურადღება მიიპყრო მისმა ერთ-ერთმა, ნამდვილად გამორჩეულმა გამონათქვამმა. მან განაცხადა, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე შავგულიძემ დაარღვია და არა  – მურუსიძემ. ეს არის მისი ციტატა, რომელიც გაიმეორა. ივანიშვილის განცხადებით, თურმე სანდრო გირგვლიანის საქმეში დამნაშავე ყოფილა მისი ადვოკატი, რომელმაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაამარცხა მაშინდელი ხელისუფლება და ივანიშვილი პირდაპირ ადვოკატად მოგვევლინა ლევან მურუსიძის, რომელიც უზენაეს სასამართლოში განიხილავდა გირგვლიანის საქმეს და, რომლის პირდაპირი ვალდებულება იყო, სამართლიანი სასამართლოს უფლება ყოფილიყო გარანტირებული აღნიშნულ საქმეში“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

ოთარ კახიძემ უმრავლესობის წევრებს მიმართა, გააკეთონ განმარტება, უჭერენ თუ არა მხარს ბიძინა ივანიშვილის ამ განცხადებას.

„შალვა შავგულიძე არის სიმბოლო სწორედ სიმართლისთვის ბრძოლის, პრინციპულობისა და სამართლიანობის. სწორედ ამიტომ დაგამარცხებთ თქვენ, მურუსიძიანად შალვა შავგულიძე როგორც არჩევნებზე, ის მორალურადაც, ნებისმიერ დისკუსიაში“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.