ოთარ კახიძე - ქვეყანაში კრიმინოგენური ფონის გაუარესებაზე პასუხისმგებელი „ქართული ოცნება“ და პრეზიდენტი მარგველაშვილია 
ოთარ კახიძე - ქვეყანაში კრიმინოგენური ფონის გაუარესებაზე პასუხისმგებელი „ქართული ოცნება“ და პრეზიდენტი მარგველაშვილია 

პრეზიდენტის ადმინისტრაცია დამსახურებულ კრიტიკაზე ასე არ უნდა რეაგირებდეს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაც არის იმაში, როცა მოძალადეების და ნარკორეალიზატორების შეწყალება ხდება, მაგრამ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი იღებს.

„როდესაც ისინი ნარკორეალოზატორებს თუ მოძალადეებს იწყალებენ, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების” პასუხისმგებლობა ამ საქმეებში არის, როდესაც კომიტეტის ან სასჯელაღსრულების სამინისტროს დასკვნაა, მაგრამ გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მიიღო. ამ გადაწყვეტილებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობაც პრეზიდენტს ეკისრება“, – განაცხადა კახიძემ.

შესაბამისად, მისი თქმით, როგორც არ უნდა ეცადოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სხვა საკითხზე ყურადღების გადატანას, პასუხისმგებლობის აღება მაინც მოუწევთ.

„ყურადღების გადატანას სხვა საკითხზე როგორც არ უნდა შეეცადონ, მათ ამ პასუხისმგებლობის აღება მაინც მოუწევთ. ქვეყანაში კრიმინოგენული ფონის გაუარესებაზე საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლებლები „ქართული ოცნება“ და პრეზიდენტი მარგველაშვილი არიან“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით პრეზიდენტის წინააღმდეგ ორკესტრირებული, ბინძური პიარკამპანია ააგორეს და „ევროპული საქართველო“ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ერთნაირი ლექსიკით და სულისკვეთებით აკრიტიკებს პრეზიდენტს, რაც ძალიან მძიმე შემთხვევაა.