ოთარ კახიძე - პროკურატურას არ აქვს მტკიცებულებები ზეპირად ვენდობით, ნოტარიუსები ვართ?
ოთარ კახიძე - პროკურატურას არ აქვს მტკიცებულებები ზეპირად ვენდობით, ნოტარიუსები ვართ?

ზეპირად ვენდობით? ანუ ნოტარიუსები ვართ? – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, სადაც ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე მსჯელობენ.

„პროკურატურის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ მტკიცებულებების ერთობლიობით დასტურდება, რომ ნიკა მელიამ ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება, ოღონდ კიდევ არ გვაქვს ის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც აქ არ არის წარმოდგენილი. ალბათ უმრავლესობის წევრებსაც გაინტერესებთ ეს მტკიცებულებათა ერთობლიობა რა არის?! ეს არ არის ზეპირი პროცესი? ზეპირად ვენდობით? ანუ ნოტარიუსები ვართ? ეს ზეპირი პროცესია? მართლა „ტროიკა“ ხომ არ არის. რასაც გვეუბნება პროკურატურა უნდა დავარტყათ ბეჭედი“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.