ოთარ კახიძე - მნიშვნელოვანია, ჩაბუქის საქმეზე სასამართლომ კონსტიტუცია და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია დაიცვას
ოთარ კახიძე - მნიშვნელოვანია, ჩაბუქის საქმეზე სასამართლომ კონსტიტუცია და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია დაიცვას

მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების საკითხზე გადაწყვეტილების მიღების დროს საქართველოს კონსტიტუცია და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია დაიცვას, -ეს განცხადება “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ გააკეთა.

კახიძის თქმით, თუ სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე არ იქნება, ჩაბუქის ადვოკატს შეუძლია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენების თხოვნით მიმართოს.

“იმედს გმოვთქვამ, რომ ჩვენი სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე იქნება. როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო სტანდარტებით იხელმძღვანელებს, საქმეს გულდასმით შეისწავლის და გადაწყვეტილებას ისე გამოიტანს. თუ ჩვენი მართლმსაჯულება შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებს არ პასუხობს, ადვოკატს შესაძლებლობა ექნება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს და დროებითი ღინისძიების გამოყენება მოითხოვოს. თუ სტრასბურგმა დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე თანხმობა გასცა, ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის პირდაპირ აკრძალვა იქნება, რომ პირის ექსტრადირება მოახდინოს”,- განაცხადა კახიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლო მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების დასაშვებობაზე  მსჯელობს.