ოთარ კახიძე - მირზა სუბელიანი და ირაკლი შოთაძე იმ პირთა შორის იქნებიან, ვინც საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს უპასუხებენ 
ოთარ კახიძე - მირზა სუბელიანი და ირაკლი შოთაძე იმ პირთა შორის იქნებიან, ვინც საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს უპასუხებენ 

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, მირზა სუბელიანი და ირაკლი შოთაძე იმ პირთა შორის იქნებიან, ვინც დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საზოგადოების თვალწინ კომისიის წევრების მიერ დასმულ კითხვებს გასცემენ პასუხს.

როგორც ჟურნალისტებს კახიძემ განუცხადა, კომისია საქმიანობისას შეზღუდული პირთა არანაირი წრით არ იქნება.

„ჩვენთვის არანაირი თამასა და თანამდებობის პირების ზღვარი არ არსებობს. პირველ რიგში სისხლის სამართლის საქმეს შევისწავლით, რომელიც პროკურატურის საგამოძიებო ნაწილშია. ეს სისხლის სამართლის საქმე დეტალურად გასავლელია, შემდეგ უნდა გამოიკვეთოს იმ პირთა წრე, ვინც უნდა მოვიდეს და კომისიის წინაშე სავალდებულო ახსნა-განმარტება გააკეთოს. ამ დროისთვის შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ მირზა სუბელიანი და ირაკლი შოთაძე იმ პირთა შორის იქნებიან, ვინც საზოგადოების თვალწინ კომისიის წევრების მიერ დასმულ კითხვებს პასუხს გასცემენ. კომისიის სხდომები საჯარო იქნება გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სახელმწიფო საიდუმლოებაზე იქნება აუცილებელია კითხვების დასმა”, – განაცხადა კახიძემ.