ოთარ კახიძე - მოსამართლეების შერჩევის მიზნით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ობიექტური კრიტერიუმები უნდა შეემუშავებინა, რაც არ გააკეთეს
ოთარ კახიძე - მოსამართლეების შერჩევის მიზნით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ობიექტური კრიტერიუმები უნდა შეემუშავებინა, რაც არ გააკეთეს

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლეების შერჩევის მიზნით, გამჭვირვალე და ობიექტური კრიტერიუმები უნდა შეემუშავებინა, რაც არ გააკეთეს და სამწუხარო ამბავია.

როგორც ჟურნალისტებს კახიძემ განუცხადა, ნიშანდობლივია, რომ ხელისუფლებასთან გარიგებაში მყოფი სასამართლოს მმართველი ჯგუფი უზენაეს სასამართლოში საკუთარი კანდიდატების დამტკიცებას ამ პროცესით აპირებს.

„რაც შეეხება პარლამენტში პოლიტიკურ პროცესს, იმედი მაქვს, სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. „ევროპული საქართველო“ წინადადებით გამოდის, რომ სამუშაო ჯგუფში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელები და სახალხო დამცველი შევიდნენ. სამუშაო ჯგუფმა გარკვეული კრიტერიუმები უნდა შეიმუშავოს, კანდიდატებთან გასაუბრება და მათი შეფასება უნდა. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ კანდიდატები გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით დაინიშნონ”, – განაცხადა კახიძემ.