ოთარ კახიძე - გამოვრიცხავთ თანამშრომლობას მასთან, ვინც დანაშაულებრივ რეჟიმად მიგვიჩნევს
ოთარ კახიძე - გამოვრიცხავთ თანამშრომლობას მასთან, ვინც დანაშაულებრივ რეჟიმად მიგვიჩნევს

„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე დეპუტატ ეკა ბესლიასთან თანამშრომლობას გამორიცხავს.

როგორც ოთარ კახიძემ აღნიშნა, ეკა ბესელიას რეალურად პრობლემის დასახელება თუ სურს, ხელი კობახიძესა და ანრი ოხანაშვილისკენ კი არ უნდა გაიშვიროს, არამედ პარტიის თავმჯდომარისკენ.

„გამოვრიცხავთ თანამშრომლობას მასთან, ვინც დანაშაულებრივ რეჟიმად მიგვიჩნევს. ეკა ბესელიას თუ რეალურად პრობლემის დასახელება უნდა ხელი კობახიძეზე და ოხანაშვილზე კი არ უნდა გაიშვიროს, მათ კი არ უნდა დააბრალოს პრობლემები, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი, ამ ყველაფრის უკან პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დგას. თუ პოლიტიკოსი ხმას აიმაღლებს იმის სიმამაცეც უნდა ეყოს, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.