ოთარ კახიძე - ჩვენი მეგობრები ევროპარლამენტში აკეთებენ მკაფიო განცხადებებს „ქართული ოცნების“ მოწოდებაზე, ეთქვათ, ჰყავდა თუ არა საქართველოს პოლიტპატიმრები
ოთარ კახიძე - ჩვენი მეგობრები ევროპარლამენტში აკეთებენ მკაფიო განცხადებებს „ქართული ოცნების“ მოწოდებაზე, ეთქვათ, ჰყავდა თუ არა საქართველოს პოლიტპატიმრები

ძალიან ნიშანდობლივია, რომ ჩვენი მეგობრები ევროპარლამენტში აკეთებენ მკაფიო განცხადებებს „ქართული ოცნების“ მოწოდებაზე, ეთქვათ, ჰყავდა თუ არა საქართველოს პოლიტპატიმრები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

კახიძე ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც 8 მარტის შეთანხმებას ეხება.

„ჩვენმა პარტნიორებმა, საქართველოს მეგობრებმა ევროპარლამენტში ძალიან კარგად იციან ვითარება. იციან შეთანხმების შინაარსი. იციან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავხედურად და უტიფრად განიზრახა, კვლავ გადააგდოს როგორც ქართული საზოგადოება, ისე ჩვენი საერთაშორისო მეგობრები და თან ეს გააკეთოს ვირუსის მომიზეზებით, ეს კრიზისი გამოიყენოს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ მოატყუოს ქართული საზოგადოება. ამას, რა თქმა უნდა, არავინ აპატიებს მათ და ძალიან ნიშანდობლივია, რომ ჩვენი მეგობრები ევროპარლამენტში აკეთებენ მკაფიო განცხადებებს „ქართული ოცნების“ მოწოდებაზე, ეთქვათ, ჰყავდა თუ არა საქართველოს პოლიტპატიმრები. მათ გასცეს ადეკვატური პასუხი. დიახ, ივანიშვილის რეჟიმს ჰყავს პოლიტპატიმრები და დიახ, მათ უნდა შეასრულონ შეთანხმება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათთვისვე ძალიან მძიმე შედეგით დასრულდება ეს ყველაფერი“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.