ოთარ კახიძე - მიხეილ სააკაშვილის პოზიციები „ევროპული საქართველოს“ პრობლემა აღარ არის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების პრობლემაა
ოთარ კახიძე - მიხეილ სააკაშვილის პოზიციები „ევროპული საქართველოს“ პრობლემა აღარ არის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების პრობლემაა

ვშიშობ, შეშფოთების ის საგანი, რაც 2016 წელს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებობდა და რის გამოც პარტია დავტოვეთ, კვლავ ძალაშია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ოთარ კახიძემ განუცხადა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

კახიძის თქმით, 2016 წლის ბოლოს, „ნაციონალური მოძრაობა” იმ მიუღებელი პოზიციების გამო დატოვა, რომელიც მაშინდელ პარტიის ლიდერებს ჰქონდათ.

„ჩვენთვის მიხეილ სააკაშვილის პოზიციები საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტთან დაკავშირებით, პარტიის თავმჯდომარის არჩევასა და ბრძოლის მეთოდებზე მიუღებელი იყო, სხვა პოზიციები გვქონდა, რასაც პარტიის დაშლა მოჰყვა. ახლა მიხეილ სააკაშვილის პოზიციები „ევროპული საქართველოს“ პრობლემა აღარ არის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების პრობლემაა და თავად მიხედონ, თავად გაარკვიონ.

„ვარდების რევოლუციის“ ღირებულებების ერთგული ვართ და ამბიცია გვაქვს, რომ შეგვიძლია, ქვეყანა წინ წავიყვანოთ. ჩვენი თვითმიზანი არ არის, არც რევოლუცია და არც სხვა სახის აქციები, ეს უნდა იყოს ეფექტური საშუალება იმისთვის, რომ ხელისუფლებაზე წნეხი განახორციელო, ამან ამომრჩეველს ცრუ მოლოდინები არ უნდა შეუქმნას და არ შეიძლება, საზოგადოების ემოციებით თამაში. ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს. არჩევნებს აზრი აქვს მიუხედავად იმისა, რა მეთოდებსაც იყენებს ივანიშვილი”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.