ოთარ კახიძე აცხადებს, რომ ასოცირების კომიტეტის დეკლარაციაში გიგი უგულავას, ავთანდილ წერეთლის, ნიკა გვარამიას, გიორგი რურუასა და 20 ივნისის ამბების შეტანას ითხოვდა
ოთარ კახიძე აცხადებს, რომ ასოცირების კომიტეტის დეკლარაციაში გიგი უგულავას, ავთანდილ წერეთლის, ნიკა გვარამიას, გიორგი რურუასა და 20 ივნისის ამბების შეტანას ითხოვდა

„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე იმ საკითხებს ასახელებს, რომელთა შეტანასაც ქართული ოპოზიცია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის დეკლარაციაში ითხოვდა.

„ჩვენი ცვლილებები ეხებოდა პოლიტიკურ დევნას, გიგი უგულავას ბოლოდროინდელ საქმეს, მედიის მფლობელების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს, მხედველობაში გვაქვს ავთანდილ წერეთელი, ნიკა გვარამია, გიორგი რურუა, ასევე გამოძიება მიმდინარეობს „ფორმულას“ დირექტორის გუმბარიძის საქმეზე, ასევე იყო 20 ივნისის ამბები, ძალის გამოყენება პოლიციის მხრიდან, სასამართლოში მიმდინარე მძიმე პროცესები და ყველა ეს ცვლილება გავიტანეთ“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტარების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ოპოზიციის ცვლილებებს.

„ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო ჩვენი ცვლილებების პროექტი, შემდგომ დააყენეს თავიანთი ცვლილებები და მათ მიერ დაყენებულ ყველა ცვლილებას ევროპარლამენტარმა უპასუხა უარით. მათ არც ერთს არ დაუჭირეს მხარი და შემდეგ დადგა ყველაზე საინტერესო მომენტი, როდესაც ევროპარლამენტარების მიერ დაყენებული ცვლილებების განხილვა დაიწყო. ევროპარლამენტარები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან იყვნენ წარმოდგენილები ამ კომიტეტში და ყველა ცვლილება ჩაუგდეს მათ. ამის შემდეგ დადგა საბოლოო ცვლილების დროც და საბოლოო ტექსტზე ევროპარლამენტმა უთხრა უარი, რაც არის უპრეცედენტო ამბავი“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

დატოვე კომენტარი