ოთარ კახიძე - 2020 წლისთვის „ევროპული საქართველო“ იქნება ხელისუფლების ალტერნატივა
ოთარ კახიძე - 2020 წლისთვის „ევროპული საქართველო“ იქნება ხელისუფლების ალტერნატივა

არანაირი მესამე და მეოთხე ძალა არ არის ჩვენი საფიქრალი, „ევროპული საქართველო“ ზრუნავს, რომ ხელისუფლების რეალური ალტერნატივა იყოს, – ამის შესახებ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა ოთა კახიძემ ეკა ბესელიას განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„2020 წლისთვის „ევროპული საქართველო“ იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი, არა მესამე და მეოთხე, არამედ ხელისუფლების ალტერნატივა. ჩვენს საზოგადოებას სჭირდება წინსვლა და ივანიშვილის რეჟიმის ცვლილება კომპეტენტური ადამიანებით, რომლებსაც ექნებათ უნარი, ეს ქვეყანა წინ წაიყვანონ. ამიტომ არანაირი მესამე და მეოთხე ძალა არ არის ჩვენი საფიქრალი. „ევროპული საქართველო“ ზრუნავს, რომ ხელისუფლების რეალური ალტერნატივა იყოს და შევცვალოთ ივანიშვილის რეჟიმი მშვიდობიანად, არჩევნების გზით“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ახალი ძალა მოიგებს, თუმცა ბესელიამ არ დააკონკრეტა, ვის გულისხმობს ახალ ძალაში და ამ ძალის ლიდერი თავად იქნება თუ არა.