ოთარ კახიძე  - 2011 წლის 26 მაისი იყო სამარცხვინო ფურცელი, როცა მოქალაქეები დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის ჩაშლას ცდილობდნენ და კავშირზე იყვნენ რუსეთის სპეცსამსახურებთან
ოთარ კახიძე - 2011 წლის 26 მაისი იყო სამარცხვინო ფურცელი, როცა მოქალაქეები დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის ჩაშლას ცდილობდნენ და კავშირზე იყვნენ რუსეთის სპეცსამსახურებთან

ეს იყო ძალიან სამარცხვინო ფურცელი, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ცდილობდნენ, თავიანთი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი ჩაეშალათ და ამისთვის იყვნენ კავშირზე ჩვენი მტრის, რუსეთის სპეცსამსახურებთან,- ასე გამოეხმუარა „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე 2011 წლის 26 მაისს განვითარებულ მოვლენებს.

ამასთან, კახიძის შეფასებით, აქციის დაშლისას პოლიციამ ძალას გადაამეტა, რასაც სამწუხაროდ, მსხვერპლი მოჰყვა.

„ამავე დროს, აქციის დაშლას თან ახლდა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება, სამწუხაროდ, მთლიანობაში ამ ყველაფერს მოჰყვა მსხვერპლი, დაიღუპნენ პოლიციელები და ასევე მოყვა ამ ყველაფერს მოქალაქეთა გარდაცვალება.

ამიტომ ტრაგედიის დღეა ეს ჩვენთვის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამგვარი დღეები საქართველოში არ განმეორდეს“,- განაცხადა კახიძემ.