ოთარ კაკაბაძის მესამე საგოლე პასი სეგუნდაში
ოთარ კაკაბაძის მესამე საგოლე პასი სეგუნდაში

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში 18 იანვარს მე-17 ტურის გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა. პამპლონაში “ოსასუნამ” “ხიმნასტიკს” უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

ამ მოგებაში თავისი წვლილი დაიდო საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა ოთარ კაკაბაძემ, რომელმაც 90 წუთი შეუცვლელად ითამაშა. ანგარიში სწორედ მისი საგოლე პასის შემდეგ გახსნა ბარეირომ. ეს 30-ე წუთზე მოხდა. მეორე გოლი “ხიმნასტიკმა” მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა.

კაკაბაძისთვის ეს მესამე საგოლე პასი იყო სეზონში.

22 ტურის შემდეგ, “ხიმნასტიკი” 28 ქულით მე-12 ადგილზეა და გადასასვლელი პლეი ოფის ზონას 8 ქულით ჩამორჩება.