ოთარ კაკაბაძე - უნდა დავამტკიცოთ, რომ ჯგუფის მოგებას ვიმსახურებთ #1TVSPORT
ოთარ კაკაბაძე - უნდა დავამტკიცოთ, რომ ჯგუფის მოგებას ვიმსახურებთ #1TVSPORT

ოქტომბრის სანაკრებო შეკრების პირველი ვარჯიშის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრებში არსებული განწყობისა და ერთა ლიგის მომდევნო მატჩებისთვის მზადებაზე კომენტარი „კრაკოვიას“ კაპიტანმა, ოთარ კაკაბაძემ და „კოპენჰაგენის“ მცველმა, გიორგი გოჩოლეიშვილმა გააკეთეს.

ოთარ კაკაბაძე: „ძალიან კარგად დავიწყეთ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი და ასე უნდა გავაგრძელოთ. უნდა დავამტკიცოთ, რომ ვიმსახურებთ ამ ჯგუფის მოგებას. მომდევნო მატჩები კიდევ ერთი შესაძლებლობაა ჩვენთვის. მოედანზე მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

პოლონეთში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. პოზნანის სტადიონთანაც კარგი მოგონებები მაკავშირებს. ვეცდებით, გავიდეთ მოედანზე და ჩვენი საქმე გავაკეთოთ. ქართველი გულშემატკივარი ყოველთვის ჩვენთან ერთად არის, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მრავლად დადიან გასვლით თამაშებზე. იმედი მაქვს, რომ გავახარებთ და სახლში ბედნიერები დაბრუნდებიან“.

გიორგი გოჩოლეიშვილი: „გულშემატკივარი ჩვენთვის ძალიან ბევრს აკეთებს. განსაკუთრებულად გვიჭერენ მხარს და ეს დიდ მოტივაციას გვაძლევს. მინდა მადლობა გადავუხადო ამისთვის.

უკრაინის ნაკრები ძალიან კარგი გუნდია, თუმცა ჯგუფის ლიდერებით ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ ამ პოზიციის შესანარჩუნებლად„.