ოთარ კაკაბაძე – შესარჩევი ციკლი ცუდად დავიწყეთ, მაგრამ უნგრეთთან მოგება გვსურს #1TVSPORT
უნგრეთის ნაკრებთან ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე იმყოფებოდა, რომელმაც მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.
„შესარჩევი ციკლი ცუდად დავიწყეთ, ჩვენგან ყველა მეტს ელოდება. თავადაც ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, ხვალ, რა თქმა უნდა, მოგება გვსურს.
წინა თამაშში ქულაზე მეტს ვიმსახურებდით, რადგან, ჩემი აზრით, უკრაინაზე უკეთ ვითამაშეთ. რაც შეეხება დაღლილობას, ასეთი გრაფიკის დროს ეს პრობლემა ყველას ექმნება. ვინ ითამაშებს, ვინ – არა, ჯერ არ ვიცით.
ნაკრებში მე-80 მატჩი? დებიუტის დროს ამას ვერც წარმოვიდგენდი. ამაყი ვარ, რომ წლების განმავლობაში ჩემი ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიყავი“.
უნგრეთი-საქართველოს შეხვედრა 2 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.