ოთარ კაკაბაძე - გასაგებია, რომ წინა მატჩებით ყველა უკმაყოფილოა, თამაში უნდა გამოვასწოროთ #1TVSPORT
ოთარ კაკაბაძე - გასაგებია, რომ წინა მატჩებით ყველა უკმაყოფილოა, თამაში უნდა გამოვასწოროთ #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ბათუმის ახალ სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც საბერძნეთთან მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს მიეძღვნა, ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე იმყოფებოდა.

„მინდა, ნაკრების მწვრთნელს შევუერთდე და ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო საქართველოს მივუსამძიმრო. საშინელი ტრაგედია მოხდა. რაც შეეხება ნაკრებში გამოძახებას, ეს ჩემთვის ყოველთვის სასიხარულოა, მაგრამ კლუბში გატანილი გოლი მნიშვნელოვანია, რადგან უფრო მეტი თავდაჯერება შემმატა და უფრო მეტი სტიმულით ჩამოვედი“, – განაცხადა ოთარ კაკაბაძემ.

ეროვნული ნაკრების მცველმა სექტემბრის მატჩებიც გაიხსენა:

„გასაგებია, რომ წინა თამაშებით ყველა უკმაყოფილოა. იყვნენ ტრავმირებულებიც. ახლაც კვაკლია მოთამაშეები, მაგრამ იმდენი არა. მოტივირებულები ვართ, რომ თამაში გამოვასწოროთ და უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ“.

9 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები „ბათუმი არენაზე“ საბერძნეთს უმასპინძლებს. საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას კი გუნდი პრიშტინაში კოსოვოს წინააღმდეგ 12 ოქტომბერს გამართავს. ორივე შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.