ოთარ კაკაბაძე - ამხანაგური მატჩებისთვის ისეთი დონის გუნდებია შერჩეული, რომლებსაც ერთა ლიგაზე უნდა დავუპირისპირდეთ #1TVSPORT​
ოთარ კაკაბაძე - ამხანაგური მატჩებისთვის ისეთი დონის გუნდებია შერჩეული, რომლებსაც ერთა ლიგაზე უნდა დავუპირისპირდეთ #1TVSPORT​

ოთარ კაკაბაძე სარაევოშია და საქართველოს ნაკრებთან ერთად ბოსნიასთან მატჩისთვის ემზადება, რომელიც 25 მარტს გაიმართება.

მოახლოებულ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა „ჯვაროსნების“ და პოლონური „კრაკოვიას“ მცველმა ოთარ კაკაბაძემ. მან ყურადღება ამ შეხვედრის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„ერთა ლიგისთვის ვემზადებით, ამხანაგური მატჩებისთვის გუნდები კარგად არის შერჩეული. დაახლოებით ისეთი დონის მეტოქეები არიან, რომლებსაც ჯგუფში უნდა დავუპირისპირდეთ. რთული თამაში გველოდება, რაც ბევრ რამეს გვაჩვენებს“, – ამბობს ოთარ კაკაბაძე.

ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საქართველოს ნაკრების ამხანაგური მატჩი ქალაქ ჟენიცაში 25 მარტს, 23:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.