ადვოკატების ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა

12:01, 06.11.2018

ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ უკვე იმსჯელა.

პირველ არხს ადვოკატებმა დაუდასტურეს, რომ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა. გირაოს ოდენობა 5 ათას ლარს შეადგენს.

ოთარ ფარცხალაძეს პროკურატურამ ბრალი 126-ე მუხლით, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე წარუდგინა. ადვოკატების ინფორმაციით, ფარცხალაძე ბრალს არ აღიარებს.

მსგავსი