ოთარ დანელია - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე მომზადებული ახალი რეგულაციები ინვესტიციების რაოდენობის შემცირებას არ გამოიწვევს
ოთარ დანელია - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე მომზადებული ახალი რეგულაციები ინვესტიციების რაოდენობის შემცირებას არ გამოიწვევს

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას პროგნოზით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე მომზადებული ახალი რეგულაციები ქვეყანაში ინვესტიციების რაოდენობის შემცირებას არ გამოიწვევს.

როგორც ჟურნალისტებს დანელიამ განუცხადა, კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულაციები გაცილებით მეტი სტიმული იქნება ინვესტორებისთვის, რადგან მიწის ბაზარი სწორად დარეგულირდება.

„როცა სოფლის მეურნეობაზე ინვესტიციების ნაწილში ვსაუბრობთ, კლება არ გვექნება, პირიქით, გაცილებით მეტი სტიმული იქნება, რადგან მიწის ბაზარი სწორად დარეგულირდება და სახელმწიფოს პოლიტიკა განისაზღვრება, რაც დღემდე ბუნდოვანი იყო. ეს 1992 წლიდან მოდის, როცა სახელმწიფოებრიობა წავიდა, მაგრამ შესაბამისად ვერ განვითარდა. კანონის ამოქმედების შემდეგ, დარგი გაცილებით უფრო კონკურენტუნარიანი იქნება. რაც შეეხება იმას, უცხოელებზე რა რაოდენობის მიწაა გასხვისებული, სამწუხაროდ, ყველა სტატისტიკა რაც გვაქვს, არაზუსტია. ეს არის 45-დან 50 ათას ჰექტრამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური პირის სარგებლობაში, თუმცა ზუსტ ინფორმაციას არ ვფლობთ იმასთან დაკავშირებით, რამდენია საბოლოო ჯამში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა“, – განაცხადა დანელიამ.