ოთარ დანელია - მიწების გასხვისებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე მიმდინარე კვირა შეიძლება შეფასდეს, როგორც რისკიანი
ოთარ დანელია - მიწების გასხვისებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე მიმდინარე კვირა შეიძლება შეფასდეს, როგორც რისკიანი

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია მიიჩნევს, რომ მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ერთი კვირის ვადაშიც კი რისკებს შეიცავს. ოთარ დანელია აღნიშნავს, რომ იმ ადამიანების პროტესტს უერთდება, ვინც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

„რისკები არსებობს. მიმდინარე კვირა შეიძლება შეფასდეს, როგორც რისკიანი. 16 დეკემბრიდან ძალაში ახალი კონსტიტუცია შედის, რომელიც უცხოეთის მოქალაქეებზე მიწის საკუთრებას კრძალავს. ეს კვირა რისკია და საზოგადოების პროტესტი მესმის. პირადად მე ამ პროტესტს ვუერთდები. პროცედურულად სასურველი იყო, რომ ეს შედეგი არ დამდგარიყო, მინიმუმ ინაუგურაციამდე, რაც თავიდან ბევრ პრობლემას აგვაცილებდა. მორატორიუმი აუცილებელი იყო”, – განაცხადა დანელიამ.

დეპუტატის ცნობით, ახალი კონსტიტუციის საფუძველზე მომზადებული ორგანული კანონის პროექტი უკვე მომზადებულია, რომლის ინიცირებაც მას შემდეგ მოხდება, რაც გადწყვეტილებას უმრავლესობა მიიღებს.