ოთარ დანელია - ეს გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებაა, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ
ოთარ დანელია - ეს გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებაა, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ

ეს არის გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილება, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გიორგი კვირიკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ განაცხადა.

მისი თქმით, კვლევის მაჩვენებლები, რომელიც გუშინ გახდა ცნობილი, ანალიზს და რეაგირებას საჭიროებს.

„კვლევის მაჩვენებლები საჭიროებს დაფიქრებას და ანალიზს, რეაგირებას. ეს გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებაა, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. პროცესები გრძელდება, ეს არ არის განსაკუთრებული მოვლენა, რამაც შეიძლება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები შეაფერხოს. პროცედურებს მივყვებით, ახალი შემადგენლობას უახლოეს დღეებში გავიგებთ“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურა ჯერ ცნობილი არ არის.

„პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ჩვენთვის ჯერ ცნობილი არ არის, კონსულტაციები გვექნება. კონკრეტულ კანდიდატებზე საუბარი ვერ იქნებოდა, რადგან წუთებია, რაც პრემიერმა განცხადება გააკეთა“, – განაცხადა დანელიამ.

დღეს გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამასთან, პრემიერის გადადგომის გამო, უფლებამოსილება ყველა მინისტრს უწყდება.