ოთარ დანელია - არ გვაქვს ფუფუნება, რომ ქართველები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიწის ფლობის თვალსაზრისით თანაბარ პირობებში ჩავაყენოთ
ოთარ დანელია - არ გვაქვს ფუფუნება, რომ ქართველები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიწის ფლობის თვალსაზრისით თანაბარ პირობებში ჩავაყენოთ

არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ქართველები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები თანაბარ პირობებში ჩავაყენოთ. ეროვნულობა დისკრიმინაციას არ ნიშნავს, – ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

საუბარია სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობის შესახებ კანონპროექტის იმ ნაწილზე, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის დაუმუშავებლობაზე სანქციებს ითვალისწინებს.

„უნდა შევუქმნათ ქართველებს უკეთესი პირობები, ვიდრე უცხოელებს. უცხო ქვეყნის მოქალაქემ ან ჯგუფმა, რომელიც შემოდის საქართველოში და უნდა დასაქმდეს სოფლის მეურნეობაში, უნდა შემოიტანოს ინვესტიციები“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.

ამასთან, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, დღის წესრიგიდან მოხსნილია საკითხი მიწის შესაძლო ჩამორთმევასთან დაკავშირებით და კანონპროექტი მხოლოდ სანქციებს ითვალისწინებს.