ოთარ ანგურიძე - მნიშვნელოვანია, რომ უმუშევრობა ბოლო 15 წლის განმავლობაში მინიმალურ დონეზეა
ოთარ ანგურიძე - მნიშვნელოვანია, რომ უმუშევრობა ბოლო 15 წლის განმავლობაში მინიმალურ დონეზეა

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობა ეტაპობრივად მცირდება და 2018 წელს 12,7% შეადგინა და 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაუმჯობესდა 1,2%-ით, – ამის შესახებ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ოთარ ანგურიძემ საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა.

მისი თქმით, რაოდენობრივ მაჩვენებლებში უმუშევრობა შემცირდა 30,7 ათასით და შეადგინა 245,7 ათასი. ამასთან, აღნიშნა, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში უმუშევრობის დონე მინიმალურ ნიშნულზეა.

ოთარ ანგურიძის შეფასებით, დადებითად შეიძლება ჩაითვალოს ის ტენდენცია, რომ თვითდასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა 48,2 ათასით და და გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 35,9 ათასით და შეადგინა 860,2 ათასი.

„2018 წელს პირველად დაფიქსირდა მაჩვენებელი, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა აჭარბებს თვითდასაქმებულთა რაოდენობას, რაც ეკონომიკის განვითარების შედეგია“, – განაცხადა ანგურიძემ.

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის ინფორმაციით, დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა სოფლის მეურნეობის სექტორში და პარალელურად გაზრდილია მშენებლობის, ვაჭრობის, ტრასპორტირებისა და სხვა სექტორებში.

„უმუშევრობის სტატისტიკის აღნიშნული ტენდენცია მეტყველებს, რომ საქართველოს ეკონომიკაში სექტორული გაუმჯობესება ფიქსირდება“, – განაცხადა ოთარ ანგურიძემ.