ოთარ ანგურიძე - ევროპის პალატის რეიტინგი ცხადყოფს, რომ საქართველოს კარგი საინვესტიციო და საგადასახადო პოლიტიკა აქვს
ოთარ ანგურიძე - ევროპის პალატის რეიტინგი ცხადყოფს, რომ საქართველოს კარგი საინვესტიციო და საგადასახადო პოლიტიკა აქვს

ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებში საქართველოს რეიტინგი ცხადყოფს, რომ ქვეყანას კარგი საინვესტიციო და საგადასახადო პოლიტიკა აქვს, რაც პოტენციური ინვესტორების მხრიდან საქართველოში ბიზნესის დაწყების ინტერესს იწვევს, – ამის შესახებ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, ყოველივე ეს მთავრობის მხრიდან ბიზნესკლიმატის გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებული  რეფორმების შედეგია.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებული „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2019“ რეიტინგის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი, წინა წელთან შედარებით, ორი ადგილით გაუმჯობესდა და მე-18 ადგილიდან მე-16 ადგილზე გადაინაცვლა ევროპის 46 ქვეყანას შორის.  2019 წელს საქართველოს სარეიტინგო ქულა გაუმჯობესდა 1.98 პუნქტით და 71.0 ქულა შეადგინა. „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2019“ წლის რეიტინგში საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის ლიდერია.