ოსლოში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, კინოთეატრები, სპორტული დარბაზები და საცურაო აუზები იხურება
ოსლოში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, კინოთეატრები, სპორტული დარბაზები და საცურაო აუზები იხურება

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით კინოთეატრები, სპორტული დარბაზები და საცურაო აუზები იხურება. ასევე ახალი რეგულაციების მიხედვით, რესტორნებსა და ბარებში აიკრძალება ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა.

ვირუსის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობის ზრდის ფონზე მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ რეგიონებში მოგზაურობისგან და შეძლებისდაგვარად თავი აარიდონ სახლიდან გასვლას.

განსაკუთრებით რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა დედაქალაქ ოსლოში და ბერგენში, რომელიც ნორვეგიის სიდიდით მეორე ქალაქია.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ნორვეგიაში „კოვიდ-19“-ის 23 229 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 284 ადამიანი.