ოსლოს აეროპორტში ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე დააკავეს

12:06, 24.09.2018

ოსლოს აეროპორტში ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსეთის 51 წლის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ს ნორვეგიულ გამოცემა Aftenposten-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამართალდამცველებმა მამაკაცი აეროპორტში 21 სექტემბერს დააკავეს, მეორე დღეს კი, სასამართლომ მას ორკვირიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებული მომხდარს გაუგებრობას უწოდებს. ის ნორვეგიის პარლამენტში საპარლამენტო კვლევებისა და დოკუმენტაციის ევროპული ცენტრის სემინარში მონაწილეობდა, რომელიც ოსლოში 20-21 სექტემბერს იმართებოდა და ციფრულ ტექნოლოგიებს ეძღვნებოდა.

აღნიშნულ სემინარში სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტების თანამშრომლები მონაწილეობენ. ამასთან, უცნობია, არის თუ არა დაკავებული რუსეთის პარლამენტის თანამშრომელი.

რუსეთის მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ ნორვეგიაში რუსეთის საელჩოში.

მსგავსი