ოსლო - ქალაქი საცობების გარეშე [ფოტო]
ოსლო - ქალაქი საცობების გარეშე [ფოტო]

მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგია ნავთობის ქვეყანაა და ყოველ ოჯახს რამდენიმე ავტომობილი ჰყავს, ოსლოში საცობებს ვერ ნახავთ ქალაქის ცენტრალურ უბანში პიკის საათის ზენიტშიც კი.

არც საზოგადოებრივი ტრანსპორტია გადატვირთული.

ამის ერთ-ერთი მიზეზი ის გახლავთ, რომ ქალაქის მუნიციპალიტეტმა ველოსიპედების გაქირავების ქსელის პარალელურად მოსახლეობას შესთავაზა ელექტრო თვითგორიების გაქირავების სერვისიც.

ტელეფონიდან შეიყვანთ კოდს და მინიმალური საფასურით შეგიძლიათ ქალაქის ნებისმიერ წერტილში დადგეთ თვითგორიაზე, მიხვიდეთ, სადაც გინდათ და იქ პირდაპირ ტროტუარზე დატოვოთ ტრანსპორტი, რომელსაც ჩაყენებული აქვს ჩიპი.

თვითგორიას არ სჭირდება განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემები, ჩაცმულობა ან აღჭურვილობა, თავისუფლად ძლევს აღმართებს და შეუძლია ორი ადამიანის ზიდვა.

ქალაქი დაყოფილია კვადრატებად, სადაც განაწილებულები არიან შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ზრუნავენ თვითგორიების დამუხტვაზე და გამართულობაზე.

პრაქტიკამ აჩვენა, რომ ელექტრო თვითგორია ქალაქის პირობებში არის ყველაზე იაფი, სწრაფი და მოხერხებული ტრანსპორტი, რომლითაც პირდაპირ სადარბაზოსთან შეიძლება მისვლა, ისე რომ თავიდან აიცილებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის თუ ტაქსის თანმდევ დისკომფორტს.

ამ სიახლის შედეგი არის ის, რომ ოსლოში არ არის საცობი, ჰაერი არის სუფთა და სიჩუმეა.

ავტორი – ლადო იაშვილი