ოსკაროსანი რეჟისორი მილოშ ფორმანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
რეჟისორს ყველაზე დიდი აღიარება მოუტანეს ფილმებმა „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ და „ამადეუსი“.
მილოშ ფორმანის მეუღლის განცხადებით, რეჟისორი პარასკევს ამერიკის შეერთებულ შტატებში ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
ფორმანი 1932 წლის 18 თებერვალს ჩეხეთში დაიბადა, თუმცა 1968 წელს საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. 1970 წელს ამერიკის მოქალაქეობა მიიღო.