ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევის კონკურსში წელს ექვსი ფილმი მიიღებს მონაწილეობას
ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევის კონკურსში წელს ექვსი ფილმი მიიღებს მონაწილეობას

ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი სურათის გამოსავლენად განაცხადების მიღება ეროვნულმა კინოცენტრმა რამდენიმე წუთის წინ დაასრულა.

განაცხადი ექვსმა რეჟისორმა გააგზავნა, ესენია: გიორგი ოვაშვილის „ხიბულა,“ ზაზა ხალვაშის „ნამე,“ თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტი,“ მარიამ ხაჭვანისდედე,“ ნიკოლოზ ხომასურიძის „ექვთიმე ღვთისკაცი“ და გიორგი მეგრელიშვილის „ჰამლეტი.“

ამერიკის კინოაკადემიამ, რამდენიმე თვის წინ მიმართა თხოვნით ეროვნულ კინოცენტრს, შეერჩიათ 2018 წლის კანდიდატი ფილმი ოსკარზე წარსადგენად.

განაცხადების მიღება დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. მომდევნო ეტაპი სპეციალური კომისიის შექმნაა, რომელიც ფარული კენჭისყრით გამოავლენს კანდიდატ ფილმებს შორის საუკეთესოს, რის შემდეგაც ქართული სელექცია წინასაოსკარო მარათონში ჩაერთვება.

ამერიკის კინოაკადემია საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინანტებს 2019 წელს დაასახელებს.