„ოსკარის“ ნომინანტების დასახელების პირდაპირი ტრანსლაცია 1tv.ge-ზე იქნება შესაძლებელი 
„ოსკარის“ ნომინანტების დასახელების პირდაპირი ტრანსლაცია 1tv.ge-ზე იქნება შესაძლებელი 

ლოს ანჯელესში დღეს ყველაზე პრესტიჟული ამერიკული კინოდაჯილდოების, „ოსკარის“ ნომინანტებს დაასახელებენ. „ოსკარის“ ნომინანტების დასახელების პირდაპირი ტრანსლაცია 1tv.ge-ზე იქნება შესაძლებელი.

ნომინანტებს ცნობილი პაკისტანელი მსახიობი კუმაილ ნანჯანი და მომღერალ დაიანა როსის ქალიშვილი, მსახიობი ელის როსი გამოაცხადებენ.

ამერიკული პრემია „ოსკარის“ დაჯილდოების 91-ე ცერემონია 2019 წლის 24 თებერვალს Dolby Theatre-ში გაიმართება.

ცერემონიის პირდაპირი ტრანსლირება მსოფლიოს 225 ქვეყანაში განხორციელდება. მათ შორის, პირველი არხის ეთერში.

ამერიკის კინოაკადემია წელს „ოსკარს“ 24 ნომინაციაში გასცემს.

როგორც ცნობილია, „ოსკარის“ ისტორიაში ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, დაჯილდოების ცერემონიას წამყვანი არ ეყოლება. ნომინაციებში გამარჯვებულებს ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები გამოაცხადებენ, წამყვანების მონოლოგების ნაცვლად, მუსიკალური ნომრებისა და ვიდეორგოლების ჩვენება არის დაგეგმილი.