ოსკარის ნომინაციაზე წარსადგენად საქართველოდან ზაზა ხალვაშის  „ნამე“ გაიგზავნება
ოსკარის ნომინაციაზე წარსადგენად საქართველოდან ზაზა ხალვაშის „ნამე“ გაიგზავნება

ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველოდან უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე წარსადგენად ზაზა ხალვაშის „ნამე“ გაიგზავნება. გადაწყვეტილება ამის შესახებ დღეს კინოსახლის განახლებულ დარბაზში, ფარული კენჭისყრის საფუძველზე მიიღეს.

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს ექვსი ქართული ფილმი იბრძოდა. მათ შორის საუკეთესო კი, კინოცენტრის მიერ მსახიობებისგან, რეჟისორებისგან და კინოკრიტიკოსებისგან დაკომპლექტებულმა ცხრაკაციანმა ჟიურიმ შეარჩია.

მოხვდება თუ არა ქართული ფილმი ოსკარის ნომინანტებს შორის, ეს დეკემბერში გაირკვევა.

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 91-ე ცერემონია ლოს-ანჯელესში, 2019 წლის 24 თებერვალს გაიმართება. წლის მთავარ კინომოვლენას ტრადიციულად, დოლბის თეატრი უმასპინძლებს.