„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია განსხვავებული ფორმატით, წამყვანის გარეშე მიმდინარეობს
„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია განსხვავებული ფორმატით, წამყვანის გარეშე მიმდინარეობს

„ოსკარის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას წელს პირველად წამყვანი არ ჰყავს. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები აცხადებენ.

წამყვანების მონოლოგების ნაცვლად კი მუსიკალური ნომრები და პერფორმანსები არის წარმოდგენილი.

ცოცხლად უკვე შესრულდა საუკეთესო სიმღერის კატეგორიაში ნომინირებული კომპოზიცია „მე ვიბრძოლებ“ (I’ll Fight).

„ოსკარის“ საზეიმო ცერემონიაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ბრედლი კუპერისა და ლედი გაგას პერფორმანსი.

„ოსკარის“ სრულ ტრანსლაციას პირველი არხი მაყურებელს პირდაპირ ეთერში სთავაზობს.