ოსკარის 90-ე დაჯილდოებაზე წარმდგენთა ნაწილის ვინაობა ცნობილია

15:35, 17.02.2018

ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარის 90-ე დაჯილდოების ცერემონიაზე წარმდგენთა პირველი ნაწილის ვინაობა გაასაჯაროვა. ინფორმაცია ოსკარის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.

საზეიმო ცერემონიაზე გამარჯვებულებს ჯილდოს გადასცემენ ვაიოლა დევისი, მაჰერშალა ალი, ემა სტოუნი, მარგო რობი, ლორა დერნი, გრეტა გერვიგი, ჯენიფერ გარნერი.

ისტორიაში პირველად, წარმდგენთა შორის მოხვდა ტრანსგენდერი ქალი, მსახიობი დანიელა ვეგა.

ოსკარის რიგით 90-ე ცერემონიას დოლბის თეატრი 4 მარტს უმასპინძლებს.

მსგავსი