„ოსკარი 2019“ - ლოს ანჯელესში წითელი ხალიჩის შესავალი ნაწილი დასრულდა
„ოსკარი 2019“ - ლოს ანჯელესში წითელი ხალიჩის შესავალი ნაწილი დასრულდა

ლოს ანჯელესში წითელი ხალიჩის შესავალი ნაწილი დასრულდა. 152-მეტრიან ხალიჩაზე გაიარეს რეჟისორმა სპაიკ ლიმ, საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაზე წარდგენილმა იალიცა აპარისმა, მოდელმა ეშლი გრეჰემმა, სამეფო კარის თამაშების ვარსკვლავმა ემილია კლარკმა, ელსი ფიშერმა, ოსკაროსანმა მსახიობმა ოქტავია სპენსერმა და ორიგინალური კოსტიუმით შემოსილმა ბილი პორტერმა.

წითელ ხალიჩაზე ასევე გამოჩნდა ​„ქუინის“ დღევანდელი ვოკალისტი ადამ ლამბერტი.

ახლა კი „ა კლასის“ წითელი ხალიჩა იწყება, სადაც მსოფლიო კინოვარსკვლავებს ელოდებიან.

დიდი ინტერესია ლედი გაგასა და ბრედლი კუპერის მიმართ. ასევე წითელ ხალიჩაზე ელოდებიან ლეგენდარულ მსახიობს, მერილ სტრიპს. გავრცელებული ინფორმაციით, მერილ სტრიპის მოსვლის შემდეგ დაიწყება ოსკარის 91-ე დაჯილდოების ცერემონია.